განათლება
თელავის ბაღებში 3000-მდე ბავშვიდან 854 გამოცხადდა
თელავის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები გაიხსნა.

როგორც speqtri.ge-ს სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვამელმა, ია ლუარსაბაშვილმა განუცხადა, 32 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი 28-ში განახლდაა, 4 კი - მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაკეტილია.

"3 000-მდე აღსაზრდელია მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღეს 435 ბავშვი გამოცხადდა ქალაქად და 419 სოფლად. ყველა წესების დაცვით გაიხსნა ბაღები, გარდა იმისა, რომ სკრინინგი მოიხსნა და ტემპერატურა აღარ იზომება. ტესტირება გაიარეს აღმზრდელ პედაგოგებმა და პერსონალმა, დღეიდან შევუდექით მუშაობას. ავადობა არის პერსონალში, მაგრამ შედარებით დასტაბილურდა მდგომარეობა. "- განაცხადა ია ლუარსაბაშვილმა.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები მთელი თებერვალი დაკეტილი იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / თელავი /