განათლება
ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მსურველ მოსწავლეთა რიცხვი შემცირდა
განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 3 მარტს, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 493 -მა მოსწავლემ დააფიქსირა.340 -მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 3 575 მოსწავლე გადავიდა, კვლავ დასწრებული სწავლება კი 23 025-მა მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე.

| Print |
FaceBook Twitter Google