განათლება
პროექტ „მოაზროვნის“ ახალი ინიციატივა კაჭრეთის ზონის სკოლების მოსწავლეებისთვის
გურჯაანის „ახალგაზრდული საბჭოს“ არაფორმალური განათლების კლუბი პროექტ "მოაზროვნეს" ამჯერად სპეციალურად კაჭრეთის ზონის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ატარებს.

ამჯერად პროექტი ტარდება შვიდი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ესენია: არაშენდა, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი, ჯიმითი, მელაანი, ჩალაუბანი და ჭერემი.


„ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით 30 მარტს კაჭრეთის საჯარო სკოლაში ჩატარდება ინტელექტუალური გუნდური ფორმატის თამაში „მოაზროვნე“ , რომელიც ამჯერად გათვლილია სპეციალურად სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, კერძოდ, არაშენდის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ჯიმითის, მელაანის, ჩალაუბნისა და ჭერემის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის.

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ სოფლებში მსგავსი - გასართობი თუ საგანმანათლებლო პროექტების ნაკლებობა მართლაცაა. ხშირად ტრანსპორტირების პრობლემაცაა, ამიტომაც ამჯერად პროექტის ჩატარება ზუსტად ამ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გადავწყვიტეთ. “,- გვეუბნება ახალგაზრდული საბჭოს წევრი და ექსპრეზიდენტი ელენე ქაჩლიშვილი.

მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მერვე კლასიდან ზემოთ ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შეუძლია შეკრას სამკაციანი გუნდი და ჩაერთოს მათ მიერ ორგანიზებულ პროექტში.

წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. სკოლებს უკვე გადაეცა ინფორმაცია და თავად გამოიყვანენ გუნდებს. სკოლას უფლება აქვს პროექტში წარმოადგინოს ორი გუნდი.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვადასხვა სიმბოლური პრიზები.

პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google