განათლება
დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ბოლო დღეა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2022 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ვეღარ დარეგისტრირდებიან.

მათივე ინფორმაციით, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 14 აპრილის 18:00 საათამდე.

„მნიშვნელოვანია, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებმა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ურჩევს, მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ენდონ,
| Print |
FaceBook Twitter Google