განათლება
გურჯაანში „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სერია იწყება
დღეს ქ.გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ რიგით მე-18 , გაზაფხულის სასკოლო სერია იწყება.

თამაში ტრადიციულად გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 14:00 საათზე დაიწყება.

თამაშში მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ.
„მოგვენატრა თამაში. საკმაოდ დიდი მოლოდინები გვაქვს, იმისა, რომ წელს კიდევ უფრო უკეთეს შედეგს დავდებთ“,-გვეუბნება ქ.გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე და თამაშის წინა სეზონის გამარჯვებული გუნდის წევრი ელენე მინდორაშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google