განათლება
სოფელ ოზაანში 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. 120 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა, უზრუნველყოფილი იქნება პანდუსით და კონსტრუქციულად უნდა წარმოადგენდეს რკინა-ბეტონის კარკასულ ნაგებობას.

მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი უკვე დასრულდა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 2`979`254.00 ლარს შეადგენდა. ტენდერი 2`828`782.00 ლარად, ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ „ემ-სი-გრუპმა“ მოიგო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება, რის შემდეგაც დაიწყება მშენებლობა.

კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში.
| Print |
FaceBook Twitter Google