განათლება
მირზაანში ბიბლიოთეკა გაიხსნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ბიბლიოთეკა გაიხსნა. მუნიციპალური საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის, მანანა მაჭარაშვილის ინიციატივით, ნიკო ფიროსმანაშვილის მშობლიური სოფლის ბიბლიოთეკას დიდი მხატვრის სახელი მიენიჭება.

„გახსნის ცერემონიას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი თამარ თამაზაშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სეფიაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი მიხეილ ბახუტაშვილი და ასევე საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ივანე ნატროშვილი დაესწრნენ.

ღონისძიებაზე დედოფლისყაროს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ილია მარტყოფლიშვილმა ბიბლიოთეკარ შორენა წიკლაურს ღვაწლმოსილი მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადასცა, რომელმაც ბიბლიოთეკის არარსებობის პირობებში მის საკუთრებაში არსებული წიგნების ფონდი სრულყოფილად შემოინახა.“ - აღნიშნავენ დედოფლისწყაფროს მუნიციპალიტეტის მერიაში.


| Print |
FaceBook Twitter Google