განათლება
„რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული გურჯაანის პირველი სკოლა გახდა
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინტელექტუალური თამაშის, „რა? სად? როდის?“ 2022 წლის გაზაფხულის სასკოლო სერიის ფინალური თამაში ჩატარდა.

ფინალში ერთმანეთს ექვსი გუნდი ეჯიბრებოდა. თამაში სამ ეტაპად წარიმართა, თითო ეტაპი 10 კითხვისგან შედგებოდა.

ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა,  რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებულის ტიტული დაიბრუნა და „ბროლის ბუს“ მფლობელი გახდა ქ.გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდი, „სამეფო კარის ლავაშები“, რომლის კაპიტანია ქეთი ზირაქაშვილი. გუნდმა ჯამში 18 ქულა მოიპოვა.

მეორე ადგილზე გავიდა არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი „ A-priori”. გუნდმა ჯამში 16 ქულა დააგროვა.

მესამე ადგილზე ქ.გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი - „1121“ 12 ქულით გავიდა.

2022 წლის გაზაფხულის სასკოლო სერიის საუკეთესო მოაზროვნე კარდენახის საჯარო სკოლის გუნდის, „როეს“ კაპიტანი, ლუკა ჩახვაშვილი გახდა.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები და „საუკეთესო მოაზროვნე“ სხვადასხვა პრიზებითა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google