განათლება
ინტელექტუალურ თამაშში ბაისუბნის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
ლაგოდეხში გამართული ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიებაში სულ თოთხმეტი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი დაიკავა ბაისუბანის საჯარო სკოლამ, მეორე ადგილზე გავიდა ლაგოდეხის №3 საჯარო სკოლა, ხოლო ვარდისუბნის საჯარო სკოლა მესამე ადგილს დასჯერდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდები, მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, საპატიო სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. შეჯიბრში მონაწილე ყველა სკოლას კი, სერტიფიკატი გადასცა.

პროექტი, ლაგოდეხის კულტურის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.










| Print |
FaceBook Twitter Google