განათლება
პედაგოგთა პროფკავშირის საგარეჯოს ორგანიზაციას კვლავ რომან ზუკაკიშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საგარეჯოს რაიონულ ორგანიზაციას კვლავ რომან ზუკაკიშვილი უხელმძღვანელებს. მას თავმჯდომარის პოზიციაზე დელეგატებმა ნდობა მეექვსედ გამოუცხადეს.
საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ X საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, რომან ზუკაკიშვილმა დამსწრე საზოგადეობას 2018-2022 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

კონფერენციაზე  აგრეთვე აირჩიეს თავჯდომარის მოადგილე, საბჭოს წევრთა შემადგენლობა, სარევიზიო კომისია და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის 5 ძირითადი და 2 სათადარიგო დელეგატი.

-"მეექვსედ ნდობის გამოცხადება, რა თქმა უნდა სასიამოვნოცაა და ამავდროულად საპასუხისმგებლოც. ყველანაირად ვეცდები,რომ მათი იმედები გავამართლო, ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ,"- აღნიშნა რომან ზუკაკიშვილმა ჩვენთან საუბარში.


| Print |
FaceBook Twitter Google