განათლება
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 1 მაისს დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა, შორენა ფროდიაშვილმა speqtri.ge-სთან აღნიშნა, განაცხადს ყველა სააღმზრდელო დაწესებულება იღებს.

„მომავალი სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 1 მაისიდან უკვე დაიწყო და ყველა სააღმზრდელო დაწესებულება იღებს განაცხადს. პროცესი პირველი ივლისიდან შეწყდება და 1 სექტემბრიდან კვლავ განახლდება. განაცხადის შეტანა შეუძლია მშობელს ან მეურვეს,“ -გვითხრა შორენა ფროდიაშვილმა.

რეგისტრაციისთვის მშობელმა ან მეურვემ სასურველ საბავშვო ბაღში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
  • ბავშვის 2 ფოტოსურათი
  • დაბადების მოწმობის ასლი
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
  • ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100

ცნობისთვის, მიმდინარე სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებში 1 ივლისამდე გაგრძელდება. დასაქმებული მშობლების შვილებისთვის კი, 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე N4 საბავშვო ბაღში საზაფხულო ჯგუფები იფუნქციონირებს.

| Print |
FaceBook Twitter Google