განათლება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 95% გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე, სტატისტიკის თანახმად, აბიტურიენტთა 95% გამოცხადდა.

მისივე თქმით, დაფიქსირდა 2 დაგვიანების შემთხვევა.

როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, ამ ეტაპზე საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"რეგისტრაცია ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო, ზუსტად 9:00 საათზე კი გამოცდა. ყველა საგამოცდო ცენტრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტებს ჯამში სამი საათი აქვთ, რომ ტესტზე მუშაობა დაასრულონ. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკით, რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებას, სამწუხაროდ, დაგვიანების 2 შემთხვევა გვაქვს. მინდა მოვუწოდო შუა დღის სესიის აბიტურიენტებს, რომ არ დაიგვიანონ. დაგვიანების შემთხვევაში საგამოცდო პროცესს ეთიშებით",-განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. ხოლო ამაჟმად აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google