განათლება
დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი.

გამოცდა ორ სესიად ჩატარდება.

პირველი სესიაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი - 09:00 საათზე.
მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდის კი - 15:00 საათი.

ცნობისთვის, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 41 000-ზე მეტ აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google