განათლება
წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპების გადაცემა იწყება
2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპების გადაცემა იწყება. ინფორმაცია speqtri.ge-ს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  საჩუქარს გასული ორი სასწავლო წლის 164 წარჩინებული მოსწავლე მიიღებს.

"გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2019-2020 სასწავლო წლებში - 73, ხოლო 2020-2021 წლებში 91 წარჩინებული მოსწავლე გვყავდა. სახელმწიფოსგან ლეპტოპები გადაეცემათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური და მათი ქულა დამრგვალების გარეშე, შეადგენს 10-ს,"- ამბობს speqtri.ge-სთან გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი და საჩუქრის სამწლიანი დაგვიანების მიზეზად, პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილ კრიზისს ასახელებს.

როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ყველა მოსწავლე კუთვნილ ლეპტოპს იმ სკოლაში აიღებს, სადაც იყო რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება.






| Print |
FaceBook Twitter Google