განათლება
გურჯაანში „რა? სად? როდის?“ ზაფხულის სასკოლო სერია იწყება
22 ივლისს, პარასკევს, 13:00 საათზე გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის, „რა? სად? როდის?“ რიგით მე-19 სასკოლო სერია დაიწყება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გურჯაანის ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის“ ავრცელებს.

თამაში ტრადიციულად გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება. ზაფხულის სასკოლო სერიაში მონაწილეობის მიღება იმ მოთამაშეებსაც შეეძლებათ, რომლებმაც სკოლა 2022 წელს დაამთავრეს. სერია ჩატარდება შემჭიდროვებული გრაფიკით.

შეგახსენებთ, რომ „რა? სად? როდის?“ რიგით მე-18, გაზაფხულის სასკოლო სერიის მოქმედი ჩემპიონი გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდი „სამეფო კარის ლავაშებია“.
| Print |
FaceBook Twitter Google