განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მედალოსან მოსწავლეებს დააჯილდოებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2021-2022 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს 400 ლარით წაახალისებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 15 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე ნანა რამაზაშვილმა წარადგინა.

„საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის ათი, დამრგვალების გარეშე, და მიიღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს, გადაეცეს ერთჯერადი ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით.

საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 9.8 ან მეტი და აიღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს, გადაეცეს ერთჯერადი ფულადი თანხა 400 ლარის ოდენობით,“ - აღნიშნა საკითხის წარდგენისას ნანა რამაზაშვილმა.

იმისთვის, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანმა მოსწავლეებმა მიიღონ კუთვნილი თანხა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

- განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- საინფორმაციო ბარათი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან
- საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი
- განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი - გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ


საკითხის წარდგენისას ნანა რამაზაშვილმა განაცხადა, რომ, არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, არის 84 მედლის კანდიდატი. აქედან 66- ოქროს, ხოლო 18 ვერცხლის მედლის კანდიდატია. მედალოსნების სია, სავარაუდოდ, 20 აგვისტოს შემდეგ გამოქვეყნდება.
| Print |
FaceBook Twitter Google