განათლება
როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი
გურჯაანის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია გრძელდება. ამ დროისთვის უკვე ჩარიცხულია 2000-ზე მეტი ბავშვი. სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბრიდან განახლდება.

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის, შორენა ფროდიაშვილის თქმით, 12 სექტემბრიდან დაიწყება აღმზრდელების სპეციალური გადამზადება. 

„სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს განახლდება, მოხდება აღმზრდელების გადამზადება, ბაღების ჰიგიენური კუთხით დასუფთავება-დალაგება და მოწყობა. შეფერხება აქვს რამდენიმე სოფლის ბაღს, რომელიც სარემონტოა. ესენია: კოლაგის, ნანიანის, შაშიანის, ველისციხის #2, ახაშნის, ჩუმლაყის #1 და #2 საბავშვო ბაღები. მათი აღსაზრდელები მეზობელი სოფლის ბაღებში განაგრძობენ სააღმზრდელო პროცესს,“ - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში შორენა ფროდიაშვილი.

რაც შეეხება პანდემიას, გაერთიანების დირექტორის თქმით, ისევე როგორც მთელ საქართველოში, რეგულაციები გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშო ბაღებშიც მოხსნილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მშობლებს მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
| Print |
FaceBook Twitter Google