განათლება
,,აკრძალული წიგნების კვირეულს“ გურჯაანის ბიბლიოთეკაც შეუერთდა
„აკრძალული წიგნების კვირეული“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კვირეული საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ თაოსნობით 2018 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლების ინფორმაციით, ესაა ერთგვარი შეხსენება ყველასთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ავიმაღლოთ ხმა ცენზურის წინააღმდეგ.

კვირეული ფარგლებში 18 და 19 სექტემბერს გაიმართა ლიტერატურულ მარათონი, რომლის კონცეფცია ეფუძნება საბავშვო გამოცემას „ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“, რომელიც „ინტელექტმა“ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით 2022 წელს გამოსცა და აერთიანებს 30 მუხლს ადამიანის უფლებათა შესახებ.

სწორედაც, წიგნი „ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“, წლევანდელი მარათონის მთავარი ინსპირაცია გახდა.

კვირეულის ფარგლებში აკრძალული წიგნების გამოფენა გაიმართა გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაშიც.

„ამ წიგნებით სარგებლობა, ახლა უკვე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საბჭოთა პერიოდში ცენზურის მიერ ბევრი მწერალი იყო დაბლოკილი, ახლა კი ამ საუკუნეში, ამ ეპოქაში, ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, არაფერი არ არის დამალული და ნებისმიერ მკითხველს მიუწვდება ხელი ამ გამოცემებზე, “ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ბიბლიოთეკების კურატორი ხათუნა ბუზალაძე.

„აკრძალული წიგნების კვირეული“ 18-დან 24 სექტემბერის ჩათვლით გაგრძელდება.




| Print |
FaceBook Twitter Google