განათლება
2023 წლიდან მასწავლებელების და მანდატურების ხელფასები გაიზრდება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება. 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.
პრემიერის თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა საჯარო მოხელის ხელფასი 10%-ით გაიზრდება.

„რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე, მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას.

ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით მილიარდ ლარამდე, 3 წლის განმავლობაში და ამ მიზნით, 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალიწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google