განათლება
სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს თამარ თვალიაშვილს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
„დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოს ის პედაგოგები იღებენ, რომლებსაც აქვთ პროფესიული მიღწევები, არიან აქტიურები და წარმატებულები საკუთარ საქმიანობაში.
2019 წელს, აღნიშნული ჯილდო ქალაქ გურჯაანის მესამე საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა ნათელა ყაჭიაშვილმა მიიღო,“ - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დასახელებული კანდიდატურა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა განიხილეს.





| Print |
FaceBook Twitter Google