განათლება
წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს - ნამუშევრების მიღების ვადა იწურება
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".

კონკურსის სასკოლო ტურში გამარჯვებული ერთი ნამუშევარი წარედგინება ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საუკეთესოს გამოსავლენად.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-9 კლასის მოსწავლეებს.

კონკურსის მიზანია, წერის კულტურის განვითარება, მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

„კონკურსის ფარგელბში მე-9 კლასის მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესე - „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს“. ამას ყველაფერს განიხილავს შესაბამისი კომისია და საუკეთესო ნამუშევარი გამოქვეყნდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. გამოვლინდება წარმატებული ნამუშევრები და ასევეე წარმატებულად გაფორმებული ნამუშევრები“- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი.

კონკურსის პირობები კი შემდეგია:

• ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ხელნაწერის სახით;
• წერილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 120 და არა უმეტეს 200 სიტყვისა;
• ნამუშევარზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლის დასახელება;
• ნამუშევარში უნდა იყოს დასახული მიზნისა და პროექტის მოსალოდნელი შედეგის ურთიერთკავშირი;
• აზრი გადმოცემული უნდა იყოს ორიგინალურად და ლაკონიურად, იგრძნობოდეს მასწავლებლისადმი თანამოაზრეობისა და პატივისცემის გრძობა;
• ტექსტი გამართული უნდა იყოს გრამატიკულად და შინაარსობრივად.


კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად - სასკოლო და მუნიციპალური. სკოლა მოსწავლეთა ნამუშევრებიდან შეარჩევს ერთ საუკეთესო ნაშრომს და 3 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენს რესურსცენტრში.

ნამუშევრების მიღება გაგრძელდება 7 ოქტომბრის ჩათვლით, გამარჯვებული ნამუშევრები კი რესურსცენტრის ფეისბუქგვერდზე განთავსდება 15 ოქტომბრის შემდეგ.


| Print |
FaceBook Twitter Google