განათლება
საგარეჯოს სოფელ უდაბნოში იდეათეკა გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ უდაბნოში, იდეათეკა გაიხსნა.
მათივე თქმით, საქართველოს ბანკმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 6 რეგიონში, 16 იდეათეკა გახსნა.

„უდაბნოს სკოლის მოსწავლეებს განსხვავებული ინტერესები და მიზნები აქვთ. იდეათეკის გახსნის შემდეგ, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი წიგნებით და ტექნიკით აღჭურვილი იდეათეკა გახდება ის სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გაიგონ და აღმოაჩინონ კიდევ უფრო მეტი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ,“- აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, სოფელი უდაბნო გამორჩეული სოფელია, რომელიც კახეთის ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტზე, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google