განათლება
სოფელ მზისგულის საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის მოწყობა სრულდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში, საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა.
მერის ავთანდილ გულიკაშვილის თქმით, ამ ქუჩაზე, ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.

„ არაერთხელ მითქვამს და კვლავ განვმეორდები, ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში მაქსიმალურდ მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნულ ლოკაციაზე, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. ეს გახლავთ ერთ-ერთი მჭიდროდდასახლებული უბნის საჯარო სკოლასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა.

მოგეხსენებათ, რა რთულია ნალექიან ამინდში გადაადგილება. ამ სოფელში მთავარ პრიორიტეტად დავსახეთ გზის მოასფალტება, თუმცა მხოლოდ ამ პროექტით არ შემოვიფარგლეთ, აღდგენილია სასმელი წყლის არსებული ჭაბურღილი, რომელლმაც კიდევ უფრო გაზარდა წყალმომარაგება.

ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს და მიხარია, რომ მზისგულელები ახალი - თანამედროვე სააღმზრდელო დაწესებულებითა და სკოლასთან მისასვლელი ახალი ქუჩით უკვე სარგებლობენ, “ - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 730 198 ლარით ფინანსდება.






| Print |
FaceBook Twitter Google