განათლება
ინტელექტუალურ თამაშში მელაანის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
გურჯაანის ბიბლიოთეკაში გამართულ ინტელექტუალური თამაშში "რა? სად? როდის?"  გამარჯვებული გახდა მელაანის საჯარო სკოლის გუნდი "ევრიკა".
ფინალის (30 შეკითხვა) შედეგები ასეთია:
19 (9+10) - მელაანი, "ევრიკა"
18 (9+9) - ველისციხე, "ტიტანი გელა"
10 (4+6) - ვაზისუბანი, "ოთხკუთხედი მაგიდის რაინდები"
10 (6+4) - არაშენდა, "A პრიორი"
8 (4+4) - II სკოლა, "შემოსწრებულები"
7 (3+4) - ახაშენი, "წიგნ-მენი"

აღსანიშნავია, რომ XX სასკოლო სერიის საუკეთესო მოაზროვნე: გიორგი მათიაშვილი (ველისციხე, "ტიტანი გელა") გახდა.

თამაშის წამყვანმა და რედაქტორმა პაატა ჩახვაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ვეტერან მოაზროვნეებს.

"გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენი კლუბის ვეტერან მოაზროვნეებს:
ვანო ბეზარაშვილს, გიგლა გეთიაშვილს, დავით ჯამასპიშვილს, დავით ლამაზოშვილს, ირაკლი ზარდიაშვილს, ნიკა ქურთიაშვილს, გიგა ბეროზაშვილს, თაზო კვიჟინაძეს, დაჩი გვენეტაძესა და ელენე ჩეკურიშვილს, აგრეთვე - თბილისის სუპერლიგის გუნდს "ბახტრიონი", - გვითხრა პაატა ჩახვაშვილმა.

ცნობისთვის, შემოდგომის სერია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / რსრ /