განათლება
ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
მათივე თქმით, შენობის სახურავის გადახურვა უკვე დასრულდა და ამ დროისთვის, შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

"პროექტის დამთავრების შემდეგ, ბოდბეს 75 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება. სამშენებლო სამუშაოები საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა,"-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google