განათლება
სოფელ ოზაანში ახალი საჯარო სკოლა შენდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ოზაანში ახალი საჯარო სკოლა შენდება.
მათივე თქმით, ახალი სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.

"სკოლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ზედამხედველობით ხორციელდება,"-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2024 წლის დასაწყისში დასრულდება. მისი ღირებულება 2 900 000 ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google