განათლება
თითო ბავშვის მენიუსთვის 2,5-დან 4,5 ლარამდე თანხა განიხილება - UNICEF
გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მონაწილეობით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების მიზნით გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასკოლო კვების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.
მათივე თქმით, ინიციატივა სავარაუდოდ, ყველა კლასის მოსწავლეს დაფარავს. თითო ბავშვის მენიუსთვის 2,5-დან 4,5 ლარამდე თანხა განიხილება.

UNICEF-ის განმარტებით პროგრამის დაწყების თარიღი სავარაუდოდ 2024 წლამდე გადაიწევს.

„ამ ეტაპზე შეთანხმებაა, რომ არ მივდივართ პილოტირების გზით და ეს იქნება ერთიანი მიდგომა მთელ საქართველოში. ოღონდ გამომდინარე ფინანსური ჩარჩოდან რამდენ კლასს მოვიცავთ პირველ ეტაპზე, ამაზე ჯერ ზუსტი პასუხი არ გავქვს. იმის მიხედვით, თითოეულ ბლოკში რა გადაწყვეტილებას იღებ, მთლიანად იცვლება მთელი კონტექსტი.

მენიუს თვალსაზრისით მოვხაზეთ ჩარჩო, ისევ ოთხი სხვადასხვა ტიპის ვერსიებზე ვართ, რომელთა ფინანსური ღირებულება იწყება, 2.5 ლარიდან და ადის 4.5 ლარამდე. შიგნით ვარიაციებში შესაძლებელია გაჩერება 3 - 3,5 ლარზე. საუბარია ლანჩბოქსებზე რადგან ესეც ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია. გადაწყვეტილება მიღებულია რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს სკოლების უდიდესი ნაწილი არ არის აღჭურვილი სამზარეულოთი, ამიტომ ეს ყველაზე სწორი გამოსავალია.

2023 წლიდან ამის დანერგვა ალბათ განსაკუთრებული მონდომების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუმცა აქ დიდი ნაწილია ლოგისტიკაზე დამოკიდებული, რომელსაც დეტალიზებული დალაგება სჭირდება. თუ დღესვე დავიწყებთ ამაზე ფიქრს, როგორ უნდა დალაგდეს, რა მომზადება სჭირდება, მაშინ შესაძლებელია იყოს 2023 წელს, მაგრამ ნებისმიერი დღის დაგვიანება ამას გადაწევს 2024-კენ იმიტომ, რომ მთლიანად ქვეყანას სჭირდება საამისო მზაობა რაც ამ დროისთვის არ არის,“- განაცხადა “საქმიანი დილის“ ეთერში გაეროს ბავშვთა ფონდის ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტმა თამარ უგულავამ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები კვება / სკოლა /
ამავე კატეგორიაში
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო,
დღეს დასრულდება
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19.05.2023
"მასწავლებლებს ზოგჯერ ისევ მოსწავლე ვგონივარ, მოსწავლეები კი აკაკი მასს, ხანდახან კი მხოლოდ აკაკის მეძახიან", — გვიყვება 19 წლის აკაკი ფერცულიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ტექნოლოგიური კლუბის ტრენერი, პროგრამისტი, ტექნოლოგიური გზამკვლევი და უბრალოდ, დაუზარელი დამხმარე სკოლაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის.
14:44 / 11.05.2023
თელავში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბიბლიოთეკა გიორგი
ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და
საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად გახსნა.
თელავში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბიბლიოთეკა გიორგი ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად გახსნა.
15:33 / 01.05.2023
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის
მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის
მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:09 / 27.04.2023
სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს.
22:15 / 23-05-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სავარგულებში 32 წლის კაცი მოკლეს.
16:13 / 21-05-2023
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
ეკონომიკა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13:15 / 24-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
სხვა ამბები
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26-05-2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26-05-2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26-05-2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24-05-2023
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19-05-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 30 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 17 / 30 °C
img
სიღნაღი 18 / 32 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 30 °C
img
თელავი 18 / 30 °C
img
ახმეტა 17 / 30 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.