განათლება
მანსანკანის სასკოლო ჩემპიონატი იწყება
გურჯაანის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 5 აპრილს, 16:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება.
მათივე თქმით, ჟიურის წევრები იქნებიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი და მსახიობი ზურა გაჩეჩილაძე (შონზო).

როგორც ცნობილია, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ გურჯაანის #1, #2 და #4, აგრეთვე სოფელ გურჯაანის, ბაკურციხის, კარდენახის, ახაშნის, მუკუზნის, შაშიანის, ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, კოლაგის, ვეჯინის, ჩუმლაყისა და ველისციხის საჯარო სკოლების გუნდები.

დასწრება თავისუფალია.

| Print |
FaceBook Twitter Google