განათლება
გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა [Photo]
5 აპრილს, 16:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა.
ჟიურის წევრები იყვნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი და მსახიობი ზურა გაჩეჩილაძე (შონზო).

შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ გუნდები:
• გურჯაანის #1 საჯარო სკოლის გუნდი „პიკი“
• ველისციხის საჯარო სკოლის გუნდი „ანტიკვარი კახელები“
• ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი „ადრენალინი“
• გურჯაანის #4 საჯარო სკოლის გუნდი „წიოკი“
• ვეჯინის საჯარო სკოლის გუნდი „Artificial intelligence“
• მუკუზნის საჯარო სკოლის გუნდი „სი ჩერტო მუკუზანი“
• ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი “toyota Prado”
• ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდი „ვიო ე“
• კარდენახის საჯარო სკოლის გუნდი „როე“
• ვაზისუბნის საჯარო სკოლის გუნდი „Boom”

შეგახსენებთ, რომ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ გურჯაანის #1, #2 და #4, აგრეთვე სოფელ გურჯაანის, ბაკურციხის, კარდენახის, ახაშნის, მუკუზნის, შაშიანის, ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, კოლაგის, ვეჯინის, ჩუმლაყისა და ველისციხის საჯარო სკოლების გუნდებმა.



































| Print |
FaceBook Twitter Google