განათლება
თელავში საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა
თელავში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბიბლიოთეკა გიორგი ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად გახსნა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა შენობის სახურავი და გარე ფასადი, მოეწყო ეზო, დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა.

მოეწყო შენობის შიდა ინტერიერი, ამოიცვალა კარ-ფანჯარა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამკითხველო დარბაზს და წიგნთსაცავს. ბიბლიოთეკის ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

,,თელავს კიდევ ერთი, დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა. დღეს, ოფიციალურად გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც პატარა მკითხველებს და მათ მშობლებს განახლებული, თანამედრო სტანდარტების მქონე გარემოში უმასპინძლებს.

თელავში ძალიან აქტიური და განათლებული ახალგაზრდა თაობა იზრდება და ხელისუფლება მაქსიმალურს გააკეთებს, იმისათვის რომ ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა შექმნას.
მადლობას ვუხდი თელავის ადგილობრივ თვითმმართველობას საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის განახლებისათვის, დარწმუნებული ვარ, პატარა მკითხველების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ბიბლიოთეკის პერსონალს გილოცავთ ახალ გარემოს და გისურვებთ მკითხველების გაზრდილ ნაკადს,"- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

ცნობისთვის, ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 554 ლარით დაფინანსდა.







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი /