განათლება
მეორე ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. ამის საფუძველზე შეიცვალა პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებიც.

შესაბამისად, პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადა, ნაცვლად 15 მაისისა, დღეს, 19 მაისს ამოიწურება.

დღევანდელი დღის ჩათვლით, სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

✔ და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
✔ მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
✔ ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
| Print |
FaceBook Twitter Google