განათლება
თელავის უნივერსიტეტში ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგის, ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია ჩატარდა.
ლექციას თემაზე - თვითმოტივაცია, როგორც წარმატების პირობა, ზურაბ მხეიძე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პერსონალს, თითქმის საათნახევრის განმავლობაში უკითხავდა.

“ზურაბ მხეიძე ლექციაზე დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ წარუდგინა და სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრა აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.”-აცხადებენ უნივერსიტეტში.

ცნობისთვის, ზურაბ მხეიძე ფსიქოლოგიის მიმართულებით, 30-წლიანი სუშაო პრაქტიკის მქონე სპეციალისტია. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს ტრენინგები, იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში, არის კულტურულ- საგანმანათლებლო ორგანიზაცია, აზროვნების აკადემიის ლექტორი.


| Print |
FaceBook Twitter Google