განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მედალოსნები დააჯილდოეს
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს აღნიშნულ წელს 87 მედალოსანი ჰყავდა. მათ მედლები პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა გადასცეს.

“2021-2022 სასწავლო წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოქროს და ვერცხლის სინჯის მედალი დაიმსახურა 87-მა წარჩინებულმა მოსწავლემ. აქედან 66 მოსწავლეს, რომელსაც საფეხურის ქულა დამრგვალების გარეშე ჰქონდა 10, მიენიჭა ოქროს მედალი, ხოლო 21 მოსწავლეს - ვერცხლის მედალი.”-ამბობს Speqtri.ge-სთან დალი მინდიაშვილი.

ცნობისთვის, ოქროს მედალოსნებს შორისაა speqtri.ge-ს კორესპონდენტი, გურამ ჭილაშვილის სახელობის N4 საჯარო სკოლის (გიმნაზიის) კურსდამთავრებული, გიორგი ქართლელიშვილი. speqtri.ge-ს რედაქცია ულოცავს მას ამ დამსახურებულ ჯილდოს.











| Print |
FaceBook Twitter Google