განათლება
საგარეჯოელი წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდია დაწესდა
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, განაცხადების მიღება 2024 წლის 1-ელი მარტიდან, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით, დაიწყება.

„განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის ქვეპროგრამა მოიცავს სტუდენტთა ხელშეწყობასა და წახალისებას.

ქვეპროგრამა გულისხმობს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ფულადი ჯილდოთი წახალისებას, სტუდენტებში მოტივაციის ამაღლებას, განათლების ხელშეწყობას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.

დადგენილების პროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის დამკვიდრდეს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრის საფეხურის სტუდენტთა წახალისების ერთიანი წესი და ფულადი ჯილდოს გაცემის პროცედურა.

აღნიშნული წესის შესაბამისად, ფულადი ჯილდოს გაცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო (კერძო) სკოლაში გავლილი აქვს ზოგადი განათლების სრული კურსი;
დ) არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი);
ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა;
ვ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.



ფულადი ჯილდო გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.

ჯილდოს გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, სტუდენტის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

წარჩინებული სტუდენტებისათვის ფულადი ჯილდოს გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები:

1.ფულადი ჯილდო შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო (კერძო) სკოლაში გავლილი აქვს ზოგადი განათლების სრული კურსი;
დ) არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი);
ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა;
ვ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.


2. ფულადი ჯილდოს მისაღებად სტუდენტმა სემესტრის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) ცნობა საჯარო (კერძო) სკოლიდან.
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
ე) საინფორმაციო ბარათი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.


3. ფულადი ჯილდოს ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 770 ლარს.
ფულადი ჯილდოს გაცემა:


1. წარმატებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
2. ფულადი ჯილდო გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.
“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

| Print |
FaceBook Twitter Google