ჯანდაცვა
ექთნის იმედად დარჩენილი სოფელი
65 წლის ლეილა გასანოვასთვის საქართველო სოფელ კაზლარში იწყება. მთელი ცხოვრება აქ გაატარა. კაზლარში დაიბადა და ოჯახიც ამავე სოფელში შექმნა. ხუთი შვილისა და ცხრა შვილიშვილის ბებია ახლა სახსრების ტკივილს უჩივის. ამბობს, რომ ექიმის კონსულტაცია სისტემატურად სჭირდება. თუმცა თავად დამოუკიდებლად შორს გადაადგილებას ვერ ახერხებს. მეზობელ სოფელში, 7 კილომეტრის მოშორებით, ამბულატორიაში წასვლა მისთვის შორეული ოცნებაა. ლეილას ერთადერთი იმედი მედდა მოითაფარაა.

"ხანშიშესული ქალი ვარ, ფეხები მტკივა და მეზობელ სოფელში წასვლა არ შემიძლია. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და ამბულატორია არასოდეს გვქონია. ექიმი მხოლოდ მუღანლოში მოდის. ხომ შეიძლება მიხედონ სოფელს, რომ ავადმყოფობის დროს სხვაგან წასვლა აღარ დაგვჭირდეს. ეს რა, საქართველო არ არის?"
ლეილა გასანოვას ორი მცირეწლოვანი შვილიშვილის ჯანმრთელობაზეც ექთანი მოითაფარა ზრუნავს, რადგან სოფელში არც პედიატრი ჰყავთ.
"ასეთი მრავალრიცხოვანი სოფელია და ერთი პატარა ოთახი მაინც ხომ უნდა იყოს, რომ ექიმი თუნდაც კვირაში ორჯერ მოვიდეს. ჩვენ კიდევ რამეს მოვახერხებთ, პატარა ბავშვები სად ვატაროთ? თუ ცუდად გახდა ვინმე სასწრაფოს გამოძახება გვიწევს, რომელსაც წვიმიან ამინდშიც კი უჭირს აქამდე მოსვლა. " -ამბობს ლეილა გასანოვა.

იორმუღანლოს ორმოციათასიან თემს მუღანლოში მდებარე ერთი ამბულატორია ემსახურება. შენობა 2010 წელს ევროკავშირის სტანდარტებით აშენდა და მას შემდეგ ფუნქციონირებს.
"ამბულატორია შაბათ-კვირის გარდა დილის ათი საათიდან ექვსის ნახევრამდე ღიაა. გვყავს ხუთი ოჯახის ექიმი და ხუთი ექთანი. აქედან ორი პედიატრია და სამი თერაპევტი. ყველას ოჯახის ექიმის კურსები აქვს გავლილი და სერტიფიკატებიც აქვთ. ჩვენთან აცრებიც ტარდება. ექიმები კარდაკარ დადიან და პაციენტებს ემსახურებიან. თუ მძიმე ავადმყოფია, მიმართვას ვაძლევთ და საგარეჯოში ვაგზავნით. ლაბორატორია ერთი დღე მუშაობს. მართალია, ყველა ანალიზი ვერ კეთდება, მაგრამ საერთო ანალიზის გაკეთება მაინც შესაძლებელია." - გვიხსნის მუღანლოს ამბულატორიის მენეჯერი, ოჯახის ექიმი ბაშირ მახმუდოვი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჯანდაცვის სისტემის
განმტკიცებას მოიცავს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია პირველადი ჯანდაცვა. მათივე განმარტებით, 2016 წლის ასოცირების სამოქმედო გეგმაში ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაა გათვალისწინებული. ამჟამად მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავების პროცესი და მთავარი მიმართულებებია ე.წ. "მეკარიბჭის" ფუნქციის მინიჭება პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის, შესაბამისად, სტაციონარული სერვისებზე მოთხოვნების შემცირება, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადება და მათი სტიმულირება ხელფასისა თუ სხვა მეთოდებით.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თენგიზ ვერულავა თავის ნაშრომში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევაში" გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვა სისტემის საძირკველია, თუმცა ის საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული.
"ცნება პირველადი ჯანდაცვა მიგვანიშნებს, რომ იგი არის პაციენტის პირველი კონტაქტი ექიმთან, ერთგვარი "მეკარიბჭე" ჯანდაცვის სისტემაში. ექიმი ახდენს დაავადების პირველად შეფასებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მიმართავს ექიმ-სპეციალისტებთან. თუმცა, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემა ნაკლებად არის განვითარებული და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამბულატორიებში პაციენტების მიმართვიანობა მცირეა. ისინი ექიმის გვერდის ავლით თვითმკურნალობას ეწევიან. პირველადი ჯანდაცვის ორგანიზებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ოპტიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების 15 წუთიანი ხელმისაწვდომობის ზონაში მიღების შესაძლებლობას,"-განმარტავს ის.

სოფელ კაზლარიდან პირველადი ჯანდაცვის ცენტრი 7 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობს. ამაზე მუღანლოს ამბულატორიის მენეჯერი ბაშირ მახმუდოვიც საუბრობს. მისივე განმარტებით, კარგი იქნება, თუ მოშორებით მდებარე სოფლებში სამედიცინო პუნქტები მაინც გაიხსნება.
"ადრე საბებიო საფერშლო პუნქტი იყო დუზაგრამაში, ლამბალოსა და კაზლარში. დღეისათვის ყველა გაუქმებულია. აქედან დუზაგრამამდე 3-4 კილომეტრია, კაზლარამდე კი - 7. მოსახლეობას მართლაც ძალიან უჭირს აქამდე მოსვლა. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ბავშვის მოყვანაა. ექიმი სოფლებშიც რომ წავიდეს და იქ მოემსახუროს პაციენტებს, ოთახიც არ არის, რომ ავადმყოფი გასინჯოს. ასე ხომ ვერ იმუშავებს?! გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ აქაც გაუმჯობესდება პირობები. გვექნება ნორმალური აპარატურა და გათბობა, რადგან წლების განმავლობაში სიცივეში გვიწევს მუშაობა," - აღნიშნა მან.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის №01-264/ო ბრძანებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: იორმუღანლოს და ქეშალოს მოსახლეობას ემსახურება 2 ექიმი და 2 ექთანი; თითო ექიმი და ექთანი ემსახურება სოფლებს შემდეგი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით: დუზაგრამა, პალდო და წიწმატიანი; ზემო და ქვემო ლამბალო; თულარი და კაზლარი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, იგეგმება სოფლად სამედიცინო პერსონალის განაწილება საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის 2015 წლის მონაცემებზე
დაყრდნობით და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებად ახალი დაყოფის გათვალისწინებით. ამის გამო მოთხოვნილი იქნება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობიდან სოფლებს შორის მანძილის თაობაზე.

კონკრეტულ კითხვაზე: აშენდება თუ არა პირველადი ჯანდაცვის პუნქტები იორმუღანლოს თემის სოფლებში და რა მანძილი უნდა იყოს სოფლებს შორის, რომ ასეთი სამედიცინო დაწესებულებები გაიხსნას? - ჯანდაცვის სამინისტრომ არ გვიპასუხა.


სტატიის აზერბაინაული ვერსია




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა
იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო
მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024
წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
16:14 / 21.12.2023
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი
აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ
შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება.
კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ
მოქმედებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს.
13:27 / 20.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 14 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.