ჯანდაცვა
C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
10 ივნისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლოს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, stop C ბაზაში რეგისტრირებული ყველა პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო ყველა კვლევა, გაივლის მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს, კვლევის პასუხითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა "ფორმა 100"-ით. მისივე თქმით, პაციენტმა უნდა მიმართოს C ჰეპატიტის სერვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონულ ოფისებს. ახალმა პაციენტებმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობის პროცესში ჩართვისთვის საჭირო ყველა კვლევა.

ამ ეტაპზე stop C არსებულ ბაზაში რეგისტრირებულია და მომლოდინე რეჟიმშია 13 ათასზე მეტი ადამიანი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება. ყოველწლიურად 20 000-30 000 პაციენტის მკურნალობას C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამავდროულად დაგეგმილია მასობრივი სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ახალი შემთხვევების გამოვლენას.

პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად პაციენტისთვის სავალდებულო იქნება სერვის ცენტში დარეგისტრირება. ამავე სერვის ცენტრში იმუშავებს ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილების ჩათვლით მიაწოდებს ბენეფიციარებს.
| Print |
FaceBook Twitter Google