ჯანდაცვა
კახეთი-იონის მე-5 კონფერენცია ყვარელში
დღეს ყვარელში მედიკოსთა მე-5 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო სფეროს ქართველმა და ფრანგმა წარმომადგენლებმა.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო ,,გასტროენტეროლოგია”.
„მეხუთე წელია ქართველი და ფრანგი მედიკოსებისთვის კონფერენციას ვატარებთ. დღეს საინტერესო თემები იყო წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ გამოცდილება და ამ სფეროში არსებული სიახლეები გავაცნოთ. “-აღნიშნა ააიპ-ი „კახეთი იონის“ ვიცე პრეზიდენტმა, ექიმმა ბიოლოგმა ჟაკ სიმარიმ.

ადგილობრივ და ფრანგ მედიკოსებთან ერთად, ღონისძიებაზე თბილისელი ექიმებიც იმყოფებოდნენ.
„ დღეს ყველაზე აქტუალურ თემატიკაზე გვაქვს საუბარი. ვილაპარაკეთ ახალ კვლევებზე, რომლებიც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, კონფერენცია, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა თემატიკაზე ტარდება, მომავალშიც გაიმართება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობის ხარისხს,“- აღნიშნა „Mediclub Georgia“-ს თერაპევტმა დიმიტრი წვერავამ.

კონფერენციის დაწყებამდე სურვილის მიხედვით, ექიმებმა c ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევა ჩაიტარეს.
| Print |
FaceBook Twitter Google