ჯანდაცვა
გურჯაანში C ჰეპატიტის უფასო აქცია ჩატარდება
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ლაბორატორია ატარებს C ჰეპატიტის დიაგნოსტირების უფასო აქციას.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდება:
16 სექტემბერს - ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი "კახეთი-იონში". დასაწყისი 11:00 საათზე
17 სექტემბერს - ველისციხის ამბულატორიაში. დასაწყისი 11:00 საათზე
18 სექტემბერს - კარდენახის ამბულატორიაში. დასაწყისი 11:00 საათზე
19 სექტემბერს - კაჭრეთის ამბულატორიაში. დასაწყისი 11:00 საათზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: +9950350272763 ან გააგზავნოთ ელ-ფოსტა შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it სკრინინგ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
| Print |
FaceBook Twitter Google