ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი გურჯაანელ ექიმებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სამუსიკო სკოლის დარბაზში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ექიმებს შეხვდა.


მინისტრმა მათ სამედიცინო დარგში ინოვაციური რეფორმები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც მე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პერიოდულ შეხვედრას ატარებენ რეგიონული ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან. ამჯერად ჩვენ გვქონდა შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამედიცინო საზოგადოებასთან. გულახდილი დიალოგის ფორმატში ერთმანეთს გავუზიარეთ ჯანდაცვის განვითარების კუთხით არსებული ხედვა. ასევე მომეცა საშუალება, რომ ჩემი შეხედულება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბატონი დავით სონღულაშვილის შესახებ გამეცნო გურჯაანელი კოლეგებისათვის.“-აღნიშნა მან.
შეხვედრას რაიონის სამედიცინო პერსონალთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google