ჯანდაცვა
ივნისიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია იგეგმება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის პირველი ივნისიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია მოხდება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ის სსიპ- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გადაიქცევა. ახალი იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. მათ კომპეტენციაში შევა ცენტრის დებულების დამტკიცება და მისი ხელმძღვანელის დანიშვნა. გარდა ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კონკურსის წესით დანიშნული თანამშრომლების ახალ სტრუქტურაში შესაბამის თანამდებობებზე გადაყვანა უკონკურსოდ მოხდება.

„სპექტრი“ ადგილობრივ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გურჯაანის რაიონული სამსახურის უფროსმა მანანა ბერიკაშვილმა განმარტა, ჯერ ინსტრუქცია არ მიუღიათ. ამიტომ მათთვის უცნობია რა შეიცვლება რეორგანიზაციის შემდეგ.



| Print |
FaceBook Twitter Google