ჯანდაცვა
„ვაქცინები მოქმედებს“- 24 აპრილიდან იმუნიზაციის კვირეული დაიწყო
საქართველოს მასშტაბით 24-დან 30 აპრილის ჩათვლით სლოგანით - „ვაქცინები მოქმედებს“ ევროპის იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის იმუნიზაციის ექიმის ნონა შანიძის თქმით, კვირეულის ფარგლებში მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კაპმანია დაიწყო.
„უკვე რამდენიმე წელია აპრილის ბოლოს ვატარებთ იმუნიზაციის კვირეულს. დღეს რამდენიმე უბანზე ვიყავით, ექიმებს ბროშურები და პლაკატები გადავეცით. გავაფრთხილეთ, რომ აცრების თაობაზე მშობლებთან აქტიურად ითანამშრომლონ. მოსახლეობას ამ პერიოდში, კიდევ ერთხელ ვუხსნით თუ რა მნიშვნელობა აქვს აცრებს,“-აღნიშნა მან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა.


| Print |
FaceBook Twitter Google