ჯანდაცვა
„განიკურნე!“- ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას იწყებს
„განიკურნე!“ – ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ახალი კამპანია წამოიწყო.

მისი მიზანია, გამოვლინდეს C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი.

„იმ უპრეცედენტო პროექტში, რაც საქართველოში ხორციელდება პირველი ეტაპი უკვე გავლილია. 40.000-მდე ადამიანი, ვინც იცოდა, რომ დაავადება სჭირდა, უკვე ჩაერთო მკურნალობაში. ახლა არის საჭიროება, რომ აქტიურად გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვისაც აქვს C ჰეპატიტი, მაგრამ არ იციან ამის შესახებ. სწორედ ამიტომ იწყება ახალი ტალღა ,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული. მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი კურსი უკვე დაასრულა. მათივე ინფორმაციით, განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს.


სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ ცენტრებში:
1. თბილისში, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში, (ფალიაშვილის 110); დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) (ასათიანის 9).
2. კახეთში, NCDC -ის თელავის ლაბორატორია (ალადაშვილის 2).
3. ქუთაისში, ქუთაისის ზონალური ლაბორატორია (ოცხელის 2).
4. ბათუმში, NCDC -ის ლაბორატორია (ქათამაძის ჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება))
5. გურიაში, NCDC -ის ოზურგეთის ლაბორატორია (თაყაიშვილის ქუჩა VI შესახვევი 3)
6. სამეგრელო-ზემო სვანეთში, NCDC -ის ზუგდიდის ლაბორატორია (ზუგდიდი, ჯანაშიას 8);ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრი (აღმაშენებლის 222);
7. ფოთში, NCDC -ის ფოთის ლაბორატორია (გურიის 6);
8. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, NCDC -ის ამბროლაურის ლაბორატორია (ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის 11)
9. სამცხე-ჯავახეთში, NCDC -ის ახალციხის ლაბორატორია (ახალქალაქის გზატკეცილი);
10. შიდა ქართლში, NCDC -ის გორის ლაბორატორია (ცხინვალის გზატკეცილი 14)


| Print |
FaceBook Twitter Google