ჯანდაცვა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო
დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.
მედიკამენტების გატანისას მოქალაქეს ადგილზე წამლის ღირებულების 10%-ის გადახდა მოუწევს, რაც 5 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება პროცედურებს:

1.ბენეფიციარი უნდა მივიდეს ექიმთან, რომელიც დაუწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმმა უნდა მიუთითოს დაავადების დამადასტურებელი დიაგნოზი და მედიკამენტის დღიური დოზა.
2.ბენეფიციარი მიდის რეცეპტით და ფორმა 100ით სოციალური მომსახურების სააგენტოში, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.მას არეგისტრირებენ პროგრამაში.
3. პაციენტი მიმართავს PSP-ს აფთიაქს და წარუდგენს რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.
ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად გამოიტანოს სამი თვის სამყოფი რაოდენობა.
თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულა და აღემატება 100 000-ს, ის ვეღარ შეძლებს მედიკამენტის მიღებას.
ბენეფიციარებს დღეიდან შეუძლიათ რეგისტრაცია და ხვალ უკვე პირველ მედიკამენტს მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google