ჯანდაცვა
ბოლო სამი წელია გურჯაანში წითელას შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მონაცემების მიხედვით, საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, სადაც წითელათი ინფიცირების მაჩვენებელი დიდია.

ვაქცინაცია საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და კანონპროექტს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ლალი ბაცანაძის განმარტებით, ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით წითელას არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„წითელა მწვავე ვირუსული, ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველა ასაკში გვხვდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა გამორიცხული არ არის ჩვენთანაც დაფიქსირდეს. მოსახლეობამ პრევენციისთვის გეგმიური აცრები უნდა ჩაიტაროს. დაავადება ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგრამ ბოლო პერიოდში მოზრდილებშიც. რისკჯგუფად ორსულები ითვლებიან. 2014-2015 წლებში ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით ასი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შემდეგ აღარ ყოფილა“

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 20 აგვისტომდე წითელას 1313 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გართულებების გამო 2 ფატალურად დასრულდა.“


| Print |
FaceBook Twitter Google