ჯანდაცვა
გურჯაანის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხორციელდება
გურჯაანის იუსტიციის სახლში სკრინინგის პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია.

როგორც ჩვენთან დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელმა, ლაბორანტმა ელენე მინასოვმა განმარტა, აღნიშნული ღონისძიება ორთვიანი სატესტო პროგრამის ფარგლებში ტარდება.
„იუსტიციის სახლებში ამოქმედდა ახალი პროგრამა - C ჰეპატიტის სწრაფი მარტივი ტესტი. დილის ათის ნახევრიდან ვიწყებთ მუშაობას და ხუთ საათამდე გრძელდება. ორ წუთში, აბსოლუტურად უსაფრთხოდ კეთდება ყველაფერი. პაციენტი არ ყოვნდება. თავის საქმეს რომ დაასრულებს იუსტიციის სახლში შეუძლია მერე ჩვენთან მობრძანდეს. პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მობილურ ტელეფონზე დღის ბოლომდე მიუვა. თუ აღმოჩნდა დადებითი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატყობინებს შემდეგ კვლევაზე და მკურნალობაზე, რომელიც ასევე უფასოა. კვლევის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრაა. “

მისივე თქმით, პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო და თუკი მოსახლოების ჩართულობა მაღალი იქნება, 2020 წლამდე გაგრძელდება.



| Print |
FaceBook Twitter Google