18 ნოემბერს 10:30 საათიდან დედოფლისწყაროს ახალ საავადმყოფოში
მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას
მოემსახურებიან ნიუ ჰოსპიტალსის (New Hospitals ) მაღალკვალიფიციური
ექიმები. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ-ზოგადი ქირურგის,
ნეიროქირურგის, გულმკერდის ქირურგის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და
ექოსკოპისტის კონსულტაციები.
მიღება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
აქცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით
ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები