ჯანდაცვა
დღეიდან კორონავირუსის საბოლოო დიაგნოსტირება საქართველოშიც შესაძლებელია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან კორონავირუსის საბოლოო დიაგნოსტირება საქართველოშიც შესაძლებელია.
უკვე არსებობს დასადგენი რეაგენტი, ე.წ. ტესტსისტემა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში დღემდე არ დაფიქსირებულა ახალი კორონავირუსის შემთხვევა და ქვეყანა რჩება დაბალი რისკის ზონაში.

მათივე თქმით, ქვეყანაში ხორციელდება დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით.
| Print |
FaceBook Twitter Google