ჯანდაცვა
საქართველოში ჩამომსვლელ პირებს შეუძლიათ თვითიზოლაცია წინასწარ მოითხოვონ
ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომელიც მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ. ამის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ.

განაცხადში მათ უნდა მიუთითონ პირადი მონაცემები, საიზოლაციო სივრცე და ინფორმაცია ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ.

„შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას. თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.“- განმარტავენ სამინისტროშ. 

მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად თვითიზოლაციაში მყოფი მოაქალაქეების მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს.

ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ასევე მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდიდან www.stopcov.ge, ასევე აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააწკაპეთ აქ.



| Print |
FaceBook Twitter Google