ჯანდაცვა
საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე - ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საეჭვო სიმპტპმების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე.

„მოგიწოდოთ ყველას, თუ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში, გამოიყენოთ ჩენი ცხელი ხაზი, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან, არის თუ არა ეს კავშირი საეჭვო და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ მოქალაქეებს სპეციალისტები დაუკავშირდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორ მოხდება საავადმყოფოში მათი ტრანსპორტირება.


ცნობისთვის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე: 1505

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ნომერი: 116 001


| Print |
FaceBook Twitter Google