ჯანდაცვა
საქართველოში გამოჯანმრთელებული 21 პაციენტია
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში უკვე 21 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 108-მდეა გაზრდილი.

კარანტინის რეჟიმში - 4995 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 278 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კვლავ რჩება 4 მძიმე პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ დღეიდა, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს.

ამოქმედდა ცხელი ხაზი - 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა განსაზღვრული.
| Print |
FaceBook Twitter Google